საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე

არასამთავრობო ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის” ინიციატივით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 20 იანვარს, 12 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კასუმლოს თემში, ადგილობრივ მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოძებნონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, და  ვის უნდა მიმართონ უფასო იურიდიული დახმარებისთვის. 

Შეხვედრის მონაწილეებისგან მივიღეთ ინფორმაცია, იმ გამოწვევების შესახებ, რაც მათ ხვდებათ სასამართლოსთან მიმართვისას, მათ შორის არის სასამართლო პროცესის დროს თარჯიმნის არ არსებობა, შესაბამისად  აზერბაიჯანულენოვანი მხარე ვერ იგებს პროცესის შინაარსს. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდებათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრმა” რვა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სასამართლო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.