არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება გულისხმობს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს უწყობს სისხლის სამართლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სათანადო რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ბავშვთა უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას, არამედ ემსახურება საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას, განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე საზოგადოებაში დადებითი ღირებულებების მქონე და კანონმორჩილი ახალგაზრდების დაბრუნებას.

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული უწყებები;
  • კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები;
  • მოწმე და დაზარალებული ბავშვები.
  • მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებული გარემოს ჩამოყალიბება;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოქმედი სპეციალისტების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ნორმატიული ბაზის მორგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.
  • ადვოკატირება და სხვადასხვა სახის კვლევით საქმიანობა. ვგეგმავთ ვიკვლიოთ 10-14 წლამდე პირებში დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ პირთა რეფერირების მექანიზმნის გაუმჯობესება;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის ანალიზი და ადვოკატირება ხარვეზების გამოსწორებისათვის. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მუდმივი მონტორინგის გაგრძელება.
  • არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, პრევენციის კომპონენტის გაძლიერება. მათი მხარდაჭერის საჭიროებების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების მიწოდების ხელშეწყობა მეორე და მესამე დონის პრევენციის მიმართულებით.