ბავშვთა კეთილდღეობა

ბავშვთა კეთილდღეობა

ბავშვთა კეთილდღეობა არის ინიციტივების და პოლიტიკის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, მათ დაცვას სიღარიბის მავნე გავლენისგან, ბავშვთა მიმართ ოჯახური და სხვა სახის ძალადობისა და უზულვებელყოფისგან.

  • ბავშვები;
  • რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფის ბავშვები;
  • ბავშვთა კეთილდღეობის დარგში მოქმედი ინსტიტუციები და პერსონალი.
  • არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული მექანიზმები გაუმჯობესებულია;
  • ბავშვის საჭიროებაზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა;
  • ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება.
  • ბავშვთა დევიაციური ქცევის კრიმინოლოგიური კვლევა. შესწავლილ იქნება 10-14 წლის ბავშვების დევიაციური ქცევის გამომწვევი მიზეზები, შემუშავდება რეკომენდაციები რეინტეგრაცია პრევენციისათვის. ასევე მოხდება არასრულწლოვანთა სერვისების ანალიზი და არსებული სისტემის დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე ბავშვთა პრობლემების მართვის, მათი რეფერირების და სერვისების ხელმისაწვდომობის სისტემის განვითარება.
  • გააქტიურდება ადვოკატირება პრევენციული პოლიტიკის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვის კუთხი;
  • მანდატურის სისტემის დახვეწა სკოლებში. სკოლებში სოციალური მუშაკისა და სპეც.პედაგოგის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარადჭერა;
  • დევიაციური ქცევის ბავშვთა რეფერირების მექანიზმის შემუშავებაში მონაწილეობა. დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად დაისახავს რეფერირების უფრო ქმედითი და ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სისტემის ჩამოყალიბებას;
  • ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება (სოცმუშაკი, პედგოგი, მანდატური), ცალკეული უწყებების საქმიანობის ძირეული შესწავლა და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ორგანიზაციის ექსპერტები უშუალოდ ჩაერთვებიან ცალკეული უწყებების (ამ ეტაპზე რეფერირების ცენტრის) მიერ კონკრეტული სერვისების, შეფასების დოკუმენტების შექმნასა და პილოტირებაში, გაუწევენ მათ საექსპერტო დახმარებას და განახორციელებენ სხვა საჭირო საქმიანობას უწყების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
  • ორგანიზაცია შეისწავლის ქვეყანაში ახალგაზრდებს შორის სუიციდის სტატისტიკას, შეაფასებს სტატისტიკის სანდოობას და განსაზღვრავს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებების კუთხით. ორგანიზაცია აქტიურად შეეცდება ადვოკატირება გაუწიოს სუიციდის პოლიტიკის განსაზღვრის პროცესის დაწყებას და სწორი მიმართულებით განვითარებას, ასევე გარკვეული პერიოდის მანძილზე ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს უზრუნველყოფს სუიციდის პრევენციის პირველადი ონლაინ სერვისით.