ჩვენი საქმიანობა

ჩვენი საქმიანობა

ორგანიზაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში განახორციელა10 სახის კვლევა და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში; არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია; სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; ფსიქოლოგთა როლი არასრულწლოვნების გამოკითხვისას/დაკითხვისას; არასრულწლოვანთა სასამართლო სხდომების მონიტორინგი (სახალხო დამცველის აპარატთან ერთად); საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა; ბრალდებული არასრულწლოვნების უფლებები; არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ადვოკატირების შემდეგ, ორგანიზაციის გუნდის ძალისხმევით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც დარეგულირდა პენიტენციურ სისტემაში პერსონალური მონაცემების შენახვისა და განადგურების წესი; გარკვეული ჯგუფის არასრულწლოვან მოწმეებს მიეცათ სახელმწიფოს ხარჯით ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და სხვა.პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის მიმართულებით, ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, განახორციელა კვლევა 18 სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, შეისწავლა შემდეგი საკითხები – კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციურ სისტემაში; პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობები; პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა; პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა; პატიმრების კონტაქტი გარე-სამყაროსთან; დისციპლინური საქმისწარმოება; გასაჩივრების პროცედურები; საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა; პენიტენციური სისტემიდან გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესი; რისკებისა და საჭიროებების შეფასება; პრობაციის სისტემის რეფორმა; საბიუჯეტო საკითხებისა და სხვადასხვა სახის პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი.