სარეაბილიტაციო პროგრამები

სარეაბილიტაციო პროგრამები

ორგანიზაცია მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს სარეაბილიტაციო პროგრამებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის, აწვდის სერვისებს ძალადობის მსხვერლ ქალებსა და ბავშვებს. კერძოდ, ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულ ქალთათვის მუსიკალური თერაპიის წარმართვა, შედეგად 15 მსჯავრდებულმა ქალმა გაიარა

  • მუსიკა-თერაპიის სესიები;
  • ჩაიწერა 6 მუსიკალური კომპოზიცია;
  • გამოიცა 200 ცალი დისკი;

პანკისის ხეობაში არსებული ქალთა საბჭოს ბენეფიციარი ძალადობის მსხვერპლი ქალების რეაბილიტაცის არტ თერაპიის გზით.

შედეგად გაუმჯობესდა ქალთა საბჭოს ბენეფიციარი ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მოხდა მათ მიერ ტრავმული გამოცდილების გადამუშავება, შეიძინეს ახალი პროფესიული ცოდნა და უნარები. განხორციელდა

  • არტ-თერაპიის ჯგუფური სესიები;
  • ჩატარდა შეხვედრები ცნობილ არტ-თერაპევტთან და

 ცნობილ მწერალ ქალთან;

გადაეცათ კერამიკული ფეჩი და კერამიკის მასალები.

მიმდინარეობდა დამოკიდებულების მქონე პატიმართა რეაბილიტაცია მათთვის არტ თერაპიული შეხვედრების ორგანიზება.

ბენეფიციარები – 20 პატიმარი. 

დამოკიდებულების მქონე პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონებრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში და სოციალურ საწარმოებში ხორციელდებოდა არტ თერაპიისა და კერამიკის სესიები.

შედეგად: გაუმჯობესდა დამოკიდებულების მქონე პატიმართა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გაიზარდა მათი დასაქმების შესაძლებლობები.

სულ 213 პატიმარმა გაიარა პროგრამა:

  • ქსანი – 12 ჯგუფი (106 ბენეფიციარი)
  • გეგუთი – 9 ჯგუფი (75 ბენეფიციარი)
  • სოციალური საწარმო – 5 ჯგუფი (18 ბენეფციარი)
  • ჩატარდა 2 გამოფენა-გაყიდვა.

დამოკიდებულების მქონდე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაცია, არტ-თერაპიული შეხვედრების გზით.

პირობითი მსჯავრის მქონე 16-მა არასრულწლოვანმა გაიარა არტ-თერაპიული კურსი, მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა.