„ციხის საერთშორისო რეფორმა-სამხრეთ კავკასიის ოფისის (PRI)“ და „პრევენცია პროგრესისთვის (PFP) ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა „პენიტენციური და პრობაციის რეფორმის ალიანსის“ წევრების შეხვედრა.
შეხვედრაზე წარმოდენილი იყო, PRI-ს და PFP-ს მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „COVID-19 პანდემიის გავლენა პატიმრებისა და ციხის პერსონალის უფლებრივ მდგომარეობაზე“. აღნიშნული კვლევა ნაწილობრივ დაეფუძნა, PFP-ს და სახალხო დამცველის ერთობლივ ანგარიშს, რომელიც მომზადდა ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით და გამოქვეყნდა მ/წელს https://cutt.ly/HMMWWZA
შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ და ერთობლივი ადვოკატირების საკითხებზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკაშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს „ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი“.