სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია, ხელისუფლებამ გადახედოს და გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად. ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა!

მიმართვას უერთდებიან შემდეგი ორგანიზაციები:

  1. 4710 Contemporary Art Gallery
  2. CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი
  3. Center for Social Sciences
  4. Equality 17
  5. Femina
  6. GWAction Group
  7. Populus Rei
  8. ა(ა) იპ ქართული მედია ჯგუფი
  9. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
  10. ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  11. ა(ა)იპ ნეო ტვ
  12. ა/ო “ვიმეგობროთ”; მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
  13. ააიპ „მთის თემი“
  14. ააიპ მშობლები განათლებისთვის
  15. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  16. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
  17. აიპ პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  18. ალტერნატივა ჯორჯია
  19. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  20. არ გადადო
  21. არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
  22. ასოციაცია “ევროპის დროით”
  23. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
  24. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  25. ახალგაზრდა მწვანეები
  26. ახალგაზრდული ალტერნატივა
  27. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა
  28. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  29. ახლგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  30. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  31. ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება
  32. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  33. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  34. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  35. განათლებისა და განვითარების სივრცე
  36. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  37. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  38. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  39. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  40. დასაქმების და გადამზადების ცენტრი
  41. დემოკრატ მესხთა კავშირი
  42. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  43. დემოკრატიის მცველები
  44. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  45. დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA Georgia)
  46. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  47. ეკო ცენტრი
  48. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  49. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია
  50. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  51. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  52. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
  53. თანასწორობის მოძრაობა
  54. თბილისი პრაიდი
  55. იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
  56. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  57. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  58. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  59. კავკასიური დიალოგი
  60. კანონის უზენაესობის ცენტრი
  61. კაქტუს მედია
  62. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
  63. კომლი
  64. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
  65. ლომეკი
  66. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  67. მედია ცენტრი კახეთი
  68. მედიაომბუდსმენი
  69. მედიის განვითარების ფონდი
  70. მედიის ინსტიტუტი
  71. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  72. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  73. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  74. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  75. მწვანე ალტერნატივა
  76. ნინოწმინდის სათემო რადიო-ტვ «ნორი»
  77. ოზურგეთის დემოკრტიული ჩართულობის ცენტრი
  78. ორბელიანი საქართველო
  79. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  80. პრევენცია პროგრესისთვის
  81. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია / ProActive Group Georgia
  82. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  83. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  84. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  85. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  86. საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
  87. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
  88. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  89. სათემო რადიო მარნეული
  90. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  91. სალამ
  92. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  93. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ,, ლაკმუსი “
  94. სამოქალაქო იდეა
  95. სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative
  96. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  97. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი CSI
  98. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  99. საორსა
  100. საფარი
  101. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  102. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  103. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  104. საქართველოს მედია-კლუბი
  105. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  106. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  107. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  108. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  109. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  110. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  111. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  112. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  113. სექტორი 3
  114. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  115. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი. თემი ქედელი
  116. სოლიდარობის თემი
  117. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  118. სოციალური საწარმო გუმბათი
  119. სუფთა ამბავი
  120. ტელეკომპანია “ლტვ”
  121. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  122. უფლებები საქართველო
  123. ფენიქსი 2009
  124. ფრანკლინის კლუბი
  125. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  126. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  127. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  128. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  129. ქალთა ფონდი საქართველოში
  130. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  131. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  132. ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება
  133. ღია სივრცე კავკასია
  134. ყვარლის ევროკლუბი
  135. შავი ზღვის ეკო აკადემია
  136. შპს “ქართული კენკრა”
  137. ჩემი იმერეთი
  138. ცვლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრი “პარტნიორები-საქართველო”
  139. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  140. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  141. წითელი ხიდი
  142. ჰეპა პლიუსი