“მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”

განხორციელების პერიოდი: 2022 – 2023 წწ.

დონორი: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი

ბიუჯეტი: £24 379.26

მიღწევები:

პროექტის შედეგად განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებების კონტექსტში, სადაც არის ასახული, ბიუჯეტის დაგეგმვის და ახალგაზრდების საჭირობების კუთხით არსებული პოლიტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გაიზარდა მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერება და მათი ჩართულობა ადგილობრივ დონზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი” გაძლიერდა ინსტიტუციურად, კერძოდ, ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი, შეიქმნა ორგანიზაციის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, ასევე კომუნიკაციების სტრატეგია. 

მარნეულის ბიუჯეტში ცვლილებების ადვოკატირების წარმოების შედეგად, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის სპორტის სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 82%-ით გაიზარდა.