ელენე გაბელაია

ელენე გაბელაიას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში (Oxfam, East-West Management Institute, Penal Reform International, UN Women) მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება, მათ შორის USAID, ევროკავშირის, ნორვეგიის მთავრობის და სხვა დოორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა მართლმსაჯულების, პენიტენციური და პრობაციის რეფორმებზე, ასევე სხვადასხვა პროექტებზე სოფლის მეურნეობის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების და სხვა მიმართულებებით.

ელენეს 2013 წელს დამთავრებული აქვს ბიზნეს და კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა როტერდამში, ერასმუსის უნივერსიტეტში, ხოლო 2008-2010 წლებში სწავლობდა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუში (GIPA).