პენიტენციური და პრობაციის სისტემა

პენიტენციური და პრობაციის სისტემა

პენიტენციური და პრობაციის სისტემა აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და პრობაციის ბიუროებს და უზრუნველყოფს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებას. ამ მიმართულების მთავარი მიზანია, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

  • პატიმრები (ბრალდებული და მსჯავრდებულები);
  • პრობაციონერები;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემა და პერსონალი.

 

  • მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების სისტემა (გარდამავალი მენეჯმენტის სისტემა) გაუმჯობესებულია;
  • პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სერვისების ხელმისაწვდომობა გაზრდილია;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემის თანამშრომლები კვალიფიკაცია გაუმჯობესებულია;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის შედეგები შეფასებულია და გამოიყენება სისტემის შემდგომი გაუმჯობესებისათვის;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში უზრუნველყოფილია პატიმართა მიმართ თანასწორი მოპყრობა და ძალადობისაგან თავისუფალი გარემო.
  • ნაკვლევია ის გარემოებები, რაც ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობას და გაძლიერებას.
  • სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პენიტენციურ დაწესებულებებში გავაგრძელებთ საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროგრამების განხორციელებას და ახალი სერვისების დანერგვის ადვოკატირებას(არტ-თერაპია);
  • პრობაციის სისტემის თანამშრომელთა გადამზადება. პრობაციის სისტემაში განხორციელდება სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გადამზადება არტ-თერაპიის ტრენერობის გაუმჯობესების კუთხით;
  • პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის მიმდინარეობის გაგრძელდება კონკრეტული მიმართულებების კომპლექსური ანალიზი. უნდა გაგრძელდეს პენიტენციური და პრობაციის რეფორმის დეტალური ანალიზი (საკანონმმდებლო ჩარჩო, პოლიტიკის დოკუმენტები და ა.შ.) პერიოდულად განხორციელდება ანალიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების გამოსწოების ადვოკატირება.
  • ორგანიზაცია გეგმავს როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე მის გარეთ კრიმინალური სუბკულტურის ხელშემწყოფი გარემოებებისა და მხარდამჭერი განწყობების შესწავლას და მათი მინიმიზების გზების ძიებას.
  • ორგანიზაცია გეგმავს პენიტენციურ სისტემაში არსებული სამედიცინო სერვისების განვითარების ხელშეწყობას, განსაკუთრებით COVID-19-ის საპასუხოდ განხორციელებული საქმიანობის შეფასების კონტექსტში, ასევე პანდემიის კონტექსტში პენიტენციურ სისტემაში არსებული შეზღუდვებისა და პროცედურების მიზანშეწონილობის შეფასებას.