ნესტან მერმანიშვილი

ნესტან მერმანიშვილი ათეულ წელზე მეტია, რაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სექტორში მუშაობს. ნესტანი ძირითადად სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე მუშაობს. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საერთაშორისო ორგანიზაცია Swisscontact, მერსი ქორისა და სპრინგფილდის ცენტრის ერთობლივ პროექტში, ნესტანს ინტერვენციის მენეჯერის პოზიცია უჭირავს, რომელიც ემსახურება სოფლად არსებული მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესებას სხვადასხვა საჭირო, მათ შორის ფინანსურ და ბიზნესის სერვისების წვდომაზე მხარდაჭერის გზით.

2019 წლიდან სამი წლის განმავლობაში, ნესტანი მუშაობდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია Land O’Lakes Venture 37-ის, ერთობლივ პროექტში. პროექტს სახელწოდებით „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელობაში“ რომელსაც მხარს უჭერდა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ემსახურებოდა მესაქონლეობის დარგში, რძისა და ხორცის ინდუსტრიების განვითარებას, ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული აქტორების ტექნიკური თუ საგრანტო მხარდაჭერის გზით. ნესტანი პასუხისმგებელი იყო ინდუსტრიული და დარგობივი ასოციაციების ინსტიტუციურ განვითარებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ფერმერებსა და გადამამუშავებლებს, ასოციაციების მეშვეობით ჰქონდეთ წვდომა ცოდნაზე, გამოცდილებაზე და გასაღების ბაზრებზე.

ნესტანს ასევე მუშაობდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებულ პროექტში, რომელიც ემსახურებოდა სოფლის ეკონომიკის განვითარებას საბაზრო სისტემის განვითარების მიდგომით.  ნესტანის ძირითადი პასუხისმგებლობა მდგომარებდა ფერმერთა ინფორმირებისა და ცნობიერებისა ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მხარეებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რაც საბოლოო ჯამში ფერმერული პრაქტიკების და პროდუქტიულობის განვითარებას ემსახურებოდა. ამასთან ერთად, ნესტანის ძალისხმევითა და ჩართულობით დაარსდა საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია. საქართველოში პირველი აგროჟურნალისტთა ასოციაცია დაარსებიდან 6 თვის თავზე აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

გარდა ამისა, ნესტანი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში სახელწოდებით „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ სარეაბილიტაციო პროგრამებს ახორციელებდა. ადგილობრივ ორგანიზაციათან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ნესტანმა განახორციელა მუსიკა თერაპიის პროგრამები ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში.

ნესტანს დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მან 2006 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მენეჯმენტში. მოგვიანებით, 2010 მიიღო მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

გასულ წელს ნესტანმა ჟენევის სამაგისტრო პროგრამების ინსტიტუტში (Geneva Graduate Institute) განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკისა და პრაქტიკის პროგრამა გაიარა. მისი სამაგისტრო თემა, გაუმჯობესებული ინსტიტუციური მიდგომებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი სექტორის, მესაქონლეობის დარგში განვითარების პოლიტიკის უკეთ განხორციელებაა.

ნესტანის ინტერესის სფეროა სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შედეგად, ადგილობრივი პროდუქტების ბაზრის განვითარება და ასევე საერთაშორისო დონეზე მათი გაცნობა. გარდამავალ პერიოდში, მისთვის ძალიან მნიშნველოვანია საბაზრო ეკონომიკის სისტემაზე გადასვლისას ფერმერთა ცნობიერების ცვლილების პროცესში მონაწილეობა.