RIVG-ს განცხადება შსს-ში ახალი დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელს უფლებათა დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება, მათ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია RIVG-ის და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წამომადგენელები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დეპარტამენტი შსს-ში ერთი თვის წინ შეიქმნა და ის ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგს ახორციელებს.

 

წყარო