RIVG ასრულებს პროექტს, რომელიც შეეხებოდა – პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს

RIVG ასრულებს პროექტს, რომელიც შეეხებოდა – პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა
„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები:

• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისთვის მომზადდა ტრენინგ- მოდული, რომლებიც შეეხება ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს;

• აღნიშნული მოდულის საფუძველზე გადამზადდა პენიტენციურ სისტემაში ბავშვებთან მომუშავე 100-მდე თანამშრომელი (N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების, N2 ქუთასის, N8 გლდანის და N ქალთა დაწესებულებების არასრულწლოვანთა განყოფილების პერსონალი);

• არასრულწლოვანთა პირად საქმეების გაცნობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აქვს გავლილი სპეციალური გადამზადება ბავშთა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებში (ეს ეხება ყველა თანამდებობის პირს);

• არასრულწლოვანთა საქმეები უნდა განადგურდეს შემდეგი პრინციპით (მას შემდეგ რაც დატოვებს პენიტენცურ სისტემას): ბრალდებულის – 3 წელიწადში; ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის – 5 წელიწადში; მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის -7 წელიწადში; განსკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის -10 წელიწადში;

ამ ცლილებების განხორციელებამდე პირადი საქმეები ინახებოდა განუსაზღვრელი ვადით. ამ ცვლილებების მერე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვალდებულია გაანადგუროს უკვე დააქრივებული საქმეებიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც არასრულწლოვნობის ასაკში იმყოფებოდნენ პენიტენციურ სისტემაში;

• ჩამოყალიბდა პირადი საქმის მასალების გაცნობის და აღრიცხვის პროცედურა.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას პენიტენციურ სისტემაში და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაიცავს სტიგმატიზაციისაგან.