“პრევენცია პროგრესისთვის” 10 წლისაა

უფლებადამცველი ორგანიზაციის – “პრევენცია პროგრესისთვის” გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

10 წელი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის PFP (ყოფილი RIVG) დაფუძნებიდან. ამ პერიოდის განმავობაში, PFP-მ კვლევისა და ადვოკატირების კუთხით უნიკალური ნიშა დაიმკვიდრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.

ბავშვთა კეთილდღეობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ქალთა უფლებების, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, სამოქალაქო აქტივიზმის, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ 30-ზე მეტი კვლევა, შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტები და სახელმძღვანელოები.

ამას გარდა, განვახორციელეთ წარმატებული ადვოკატირების აქტივობები. ფსიქოსოციალური მომსახურეობა გავუწიეთ ბავშვებს, ქალებს, პატიმრებს, პრობაციონერებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

ჩვენი გუნდი ახალი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ადვოკატირების და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.