სიახლეები
კარდაკარი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
მარნეულის რაიონის სოფლებში, PFP-სა და CEAC-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არჩევნებში აქტივიზმის ზრდის მიზნით, კარდაკარი ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში, 10 მოხალისე მარნეულის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში, 350 ოჯახს ესტუმრა და დაახლოებით 1000-მდე მოქალაქეს საარჩევნო აქტივობისა და ახალბედა ამომრჩეველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოხალისეებმა ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნებში მონაწილეობის განახლებულ პროცედურებთან დაკავშირებით.
კარდაკარის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო მასალები (ბროშურები; გაზეთები).
აქტივობა IWPR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მარნეულში საარჩევნო კლიმატის გაუმჯობესება ახალგაზრდა და ახალბედა ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის გზით“ ფარგლებში ჩატარდა.