CEAC-ს წევრების ინსტიტუციური გაძლიერების ტრენინგი

5 და 9 ნოემბერს PFP-ის ორგანიზებით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ფარგლებში, გაიმართა CEAC-ის წევრების ინსტიტუციური გაძლიერების ტრენინგი.

5 ნოემბერს გამართული ტრენინგი, რომელსაც ტრენერი კოკა კიღურაძე უძღვებოდა, ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს.

9 ნოემბერს გაიმართა CEAC-ს ინსტიტუციური გაძლიერების ტრენინგის მეორე ნაწილი, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების წარმოების ფორმებს, ასევე, სოციალური მედიის მართვასა და მედია ორგანიზაციებთან ურთიერობას. ტრენინგს უძღვებოდნენ სალომე მახარაძე და გიორგი მელაძე.