BREN წელსაც ჩვენი მხარდამჭერია

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბრიტანეთის ელჩთან ერთად, BREN-ის პროექტის ახალი ციკლის პრეზენტაციას ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, BREN არასამთავრობო სექტორს აფინანსებს.

ამ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის საელჩო და BREN მხარს უჭერს PFP-ს ორგანიზაციულ გაძლიერებასა და სტაბილურ განვითარებას, როგორც ეროვნულ დონეზე ისე, რეგიონის მასშტაბით.

BREN იშვიათ პრეცენდენტს ქმნის - არასამთავრობო სექტორის ინსტიტუციური განვითარების, მდგრადობისა და ყოველდღიურ გამოწვევებთან უკეთ გამკლავების ხელშეწყობით.