2022 წლის 4 დეკემბერს, “მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა საჯარო დებატები მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის

2022 წლის 4 დეკემბერს, “მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა საჯარო დებატები მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის. თემატიკა უკავშირდებოდა ახალგაზრდების საჭირებებს მუნიციპალიტეტში. დებატებში მონაწილოება მიიღო ოთხმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. ყველა მონაწილეს პროექტის ორგანიზატორებისგან გადაეცათ სერტიფიკატები.
 
გამარჯვებული გუნდი გამოავლინა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ანტონ ქელბაქიანი (PFP-ს გამგეობის თავმჯდომარე), ნილუფერ კურბანოვა (მასწავლებელი, CENN ფერმერთა მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითრების კოორდინატორი); ადილ ალიევი (მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი), არიზ დაშდემირლი (მასწავლებელი, „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი) და ნაშირ ორდუხანოვი (CEAC-ის წევრი, პროექტის კოორდინატორი). გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ ბიბლუსის 200 ლარიანი ვაუჩერები. გარდა ამისა, მონაწილეთა შორის, ჟიურიმ ასევე გამოარჩია საუკეთესო სპიკერი და მასაც გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი.
 
პროექტი – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის ხორციელდება “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)” ფარგლებში.