ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი ქალ მსჯავრდებულებთან

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი დავით შანიძე მსჯავრდებულ ქალებთან ექვსი თვის განმავლობაში ატარებდა სასწავლო-სარეაბილიტაციო სესიებს. პროექტის ბოლო ეტაპზე კი ჩაიწერა მუსიკალური ალბომი, რომელიც გაფორმდა თავად მსჯავრდებული ქალების ნახატით და დასათაურდა მათ მიერვე.
დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ მომღერალი ნინო ქათამაძე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერას ახორციელებდა “ქალთა ფონდი საქართველოში”.