შეხვედრა შსს-ში

RIVG-ს (ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის)  წარმომადგენლები დღეს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა ,დეპარტამენტის ხელმძღვანელს უფლებათა დაცვის სფეროში დაგროვილი გამოცდილება ,  მათ მიერ  ჩატარებული კვლევების შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაცია RIVG-ს  და   ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წამომადგენლები   სამომავლო  თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. აღნიშნული დეპარტამენტი შსს-ში ერთი თვის წინ შეიქმნა და ის ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.