შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატში

დღეს ა/ო “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” წარმომადგენლები სახალხო დამცველის აპარატს ესტუმრნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა, ბავშვთა
უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღანელს, მაია გედევანიშვილს, გააცნო პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების დაძლევისკენ მიმართული ადვოკატირების პროექტის მიზნები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი აღმოფხვრის გზებსა და კანონმდებლობის სრულყოფის პერსპექტივებზე და შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ საკითხების განსახილველად უშუალოდ სახალხო დამცველს შეხვდებიან.