შეხვედრა „საქართველოს კოალიციის ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის“ ახალგაზრდულ საბჭოს წევრებთან

2014 წლის 14 დეკემბერს ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ოფისში გაიმართა ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა „საქართველოს კოალიციის ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის“ ახალგაზრდულ საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებული საკითხები, ასეთი სახის დაუცველობისგან გამომდინარე რისკები და ზოგადად საზოგადოებაში არსებული სტიგმა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა რეინტეგრაციის პროცესში.

კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს მიერ შემოთავაზებულ იქნა კონკრეტული წინადადებები, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებაზე, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე არამარტო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები ინტეგრაციის პროცესზე, არამედ სხვა ნებისმიერ განსხვავებული წარსულის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.