შეხვედრა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპეტორის აპარატში

დღეს ა/ო “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” წარმომადგენლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ესტუმრნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტატო ქელბაქიანმა, ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებს გააცნო პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების დაძლევისკენ მიმართული ადვოკატირების პროექტის მიზნები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, მათი აღმოფხვრის გზებსა და კანონმდებლობის სრულყოფის პერსპექტივებზე და შეთანხმდნენ აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე.