შეხვედრა პანკისში უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებთან

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ ნათაძე, ესტუმრა პანკისის ხეობაში არსებულ “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს” და შეხვდა უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს. 6 თვის
მანძილზე, RIVG ეცდება ხელი შეუწყოს უხუცეს ქალთა საბჭოს გაძლიერებას მისი წევრი ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს KRDF-ის ოფისში ჩატარდება არტ-თერაპიის ჯგუფური შეხვედრები. პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ფინანსური მხარდაჭერით.