შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე – მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის

დღეს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენმა ორგანიზაციამ გამართა საჯარო დისკუსია თემაზე- მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის.შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძირითადი პრინციპების პრეზენტაციის შემდეგ, განხილული იქნა ბავშვთა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები და ბავშვების მხრიდან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით გორის რაიონში არსებული პრობლემები.

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ა/ო “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კიდევ 10 შეხვედრას გამართავს.