2 მარტი, 2020 წელი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგების გადამზადება მოწმე და დაზარალებული ბავშვების გამოკითხვა/დაკითხვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე.

გუშინ და დღეს ჩვენი ორგანიზაციის (RIVG) წარმომადგენლებმა-ტატო ქელბაქიანმა და მარიამ ნათაძემ ონლაინ ტრენინგი ჩაუტარეს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებს. ტრენინგი მიზნად ისახავდა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგების გაძლიერებას მოწმე და დაზარალებული ბავშვების გამოკითხვა/დაკითხვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აერთიანებდა როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ საკითხებს.

ტრენინგი განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – “ფსიქოლოგთა როლის გაძლიერება მოწმე და დაზარალებული არასრულწლოვნების გამოკითხვისას/ დაკითხვისას”