სტაჟირების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციაში – „პრევენცია პროგრესისთვის“

კონკურსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის” (PFP) აცხადებს კონკურსს სტაჟირების პროგრამას 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ 6 თვის ვადით  სტაჟირება გაიარონ ორგანიზაციაში და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ა(ა)იპ “პრევენცია პროგრესისთვის“(PPF) დაფუძნდა 2013 წლის დეკემბერში. PFP ახორციელებს როგორც კვლევით საქმიანობას, ასევე ცვლილებების ადვოკატირებას, მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

 

ორგანიზაციის საქმინობის სტრატეგიული მიმართულებებია: არასრულწლოვანთა მართლმაჯულება და ბავშვთა კეთილდღეობა; პენიტენციური და პრობაციის სისტემა; ქალთა უფლებები; სამოქალაქო აქტივიზმისა და რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა (PFP-ს სტრატეგია https://cutt.ly/4JRqMQP ).

 

ორგანიზაციას  განხორციელებული აქვს არარერთი კვლევა, რომელიც შეისწავლის პენიტენციური და პრობაციის სისტემებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს. (PFP-ს საქმიანობის ანგარიში https://cutt.ly/nJRqI7G). გარდა ამისა, PFP აქტიურ საქმიანობას ახორციელებს ბავშვთა კეთილდღეობის, ქალთა უფლებების და სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მიმართულებებით.

PFP-ს გუნდი გეგმავს დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობაში და წვლილი შეიტანონ PFP-ს სტარტეგიული მიმართულებების გაძლიერებაში.

ორგანიზაციის ვებ-გვერდი – https://pfp.ge/.

ორგანიზაციის Facebook გვერდი- https://cutt.ly/9JRgzjX.

 

საკონკურსო პირობები

სტაჟირების მიზნით განრორციელდება 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შერჩევა, რომლებიც სტაჟირების განმავლობაში იმუშავებენ ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების (ერთ-ერთი ან რამოდენიმე მიმართულებით) გაძლიერებაში.

შერჩეულ ახალგაზრდების გაუფორმდებათ 6 თვიანი სტაჟირების ხელშეკრულება და ეყოლებათ მენტორი.

 

მოთხოვნები

  • არჩეული მიმართულებებით, კანონმდებლობისა და პრაქტიკის საბაზისო ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარები;
  • დიპლომის ასლი და სტუდენტობის დამატასტურებელის ცნობა/ინფორმაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • სოციალური მედიით სარგებლობის უნარები (სასურველია).

განაცხადის წარდგენისას, კანდიდატებმა უნდა მიუთითონ, რომელი მიმართულებით ან მიმართულებებით (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა კეთილდღეობა; ქალთა უფლებები; პენიტენციური და პრობაციის სისტემა) სურთ სტაჟირება  ორგანიზაციაში.

 

სამუშაოს აღწერილობა

  • PFP-ს და სხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევების/ანგარიშების მეორადი ანალიზის პროცესში მონაწილოება, რომელიც ეხება ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
  • PFP-ს პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;
  • ადვოკატირების და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა, შერჩეული პრობლემების ადვოკატირების მიზნით;
  • ზემოთ აღნიშნული აქტივობების დადგეგმვის და ორგანიზების პროცესში მონაწილოება;
  • მენტორის მიერ მითითებული სხვა საკითხებზე მუშაობა, რომელიც უკავშირდება შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებას.

სტაჟიორი ვალდებული იქნება კვირაში მინიმუმ 15 საათი დაუთმოს სტაჟირების პროცესში მონაწილოებას. სამუშაო დროის დაგეგმვა განხორციელდება მენტორთან შეთანხმებით. სტაჟირების პროცესი ძირითადად განხორციელდება დისტანციურ სამუშაო რეჟიმში.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი და ჩართულობა უნდა მოხდეს მოხალისეობრივ საწყისებზე.

 

შესაძლებლობა

სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ:

 

  • იმუშავონ PFP-ს პროფესიონალ გუნდთან ერთად, მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებების სფეროში.
  • მონაწილეობა მიიღონ ცვლილებების განხორციელების პროცესში;
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს გადაეცემათ სტრაჟირების დამატასტურებელი სერთიფიკატი და სურვილის შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაცია;
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, PFP-ს გუნდი შეარჩევს გამორჩეულ სტაჟიორებს, რომლებსაც შესაძლებლობის ფარგლებში შეეთავაზებათ ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელება.

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

  • რეზიუმე;
  • დიპლომის ასლი ან სტუდენტობის დამატასტურებელი ცნობა/ინფორმაცია;
  • სამოტივაციო წერილი.

 

შერჩევის პროცესი

შერჩევა განხორციელება ორ ეტაპად:

  • წარდგენილი დოკუმენტაციების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

 

განაცხადის წარდგენის ვადა

გადაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 25 ივნისისა ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] . Subject – ში მიუთითედ – „სტაჟირების პროგრამა“და შერჩეული მიმართულება/მიმართულებები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა კეთილდღეობა; ქალთა უფლებები; პენიტენციური და პრობაციის სისტემა).