სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ინიციატივა  მოწყვლადი ჯგუფების  რეაბილიტაციისათვის“  (RIVG) პროფესიულ თემსა და მის ყველა გულშემატკივარს ულოცავს სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღეს. მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს,რომ სოციალური მუშაობა არის საქმიანობა იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომლებიც ეკონომიკურად, სოციალურად და/ან ფსიქოლოგიურად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან. სოციალური მუშაობის პირდაპირი მიზანია ამ ადამიანების პრობლემების აღმოფხვრა ან შემცირება. ეს პროფესია თავისი არსით ადამიანების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დეკლარირებულ პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენცია, ბავშვთა უფლებების დაცვა და სხვა სახის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა წარმოადგენს, სამწუხაროდ იგი ჯერ არ დგამს ქმედით ნაბიჯებს სოციალური სამუშაოს ინსტიტუციური განვითარებისათვის.RIVG მოუწდებს საქართველოს მთავრობას აქტიური ნაბიჯები გადადგას სოციალური სამუშაოს ინსტიტუციური განვითარებითვის.