ორგანიზაციამ “პრევენცია პროგრესისთვის” (PFP) ახალგაზრდული გუნდი ჩამოაყალიბა

ორგანიზაციამ “პრევენცია პროგრესისთვის” (PFP) ახალგაზრდული გუნდი ჩამოაყალიბა. ორგანიზაციას შემოემატნენ, როგორც ახალი წევრები, ასევე PFP-ს საქმიანობაში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩაერთვებიან ძალიან საინტერესო ახალგაზრდები.
 
PFP, ახალი ენერგიით და ახალგაზრდული გუნდის ჩართულობით, იმუშავებს როგორც ორგანიზაციის ტრადიციული მიმართულების გაძლიერების კუთხით (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვთა კეთილდღეობა; პენიტენციური და პრობაციის სისტემა), ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას – სამოქალაქო აქტივიზმისა და რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში მოქალაქეთა (განსაკუთრებით ახალგაზრდების) ჩართულობის ხელშეწყობას.