საქმიანი ვიზიტი სომხეთში

სომხურ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, ერევანს ვეწვიეთ.

სამუშაო შეხვედრა, 25 ნოემბერს შედგა და განხორციელდა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით (IWRP)“ , პროექტის ფარგლებში – „მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)”. 

ჩვენი ვიზიტი ემსახურებოდა, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

    

დისკუსიის საგანი გახდა ქართულ-სომხური გამოცდილებები და გამოწვევები. შედეგად, მივაღწიეთ თანამშრომლობის გაგრძელების შეთანხმებას – ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სისტემის გაუმჯობესებისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ პარტნიორთან „Youth Frontline Network”-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს – ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.