საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან სასამართლოს შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით

19 ივნისს, ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციების, პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 18 ადგილობრივი მაცხოვრებელი და 2 მოხალისე დაესწრო.

Პროექტის ექსპერტმა და მოხალისეებმა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოიძიონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, რა უფლებები აქვთ სასამართლოში როგორც მხარეს, საჭიროებისას სად შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. Პროექტის წარმომადგენლებმა ასევე Მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

Საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით რამდენიმე გამოწვევა დაასახელეს, მათ შორის, თარჯიმნების არაკომპეტენტურობა, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სასჯელების არაპროპორციულობა და შეუსაბამობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, უფასო იურიდიული დახმარების საჭიროება. დამსწრეთა აზრით, სასამართლო სისტემაში არსებობს ინფორმაციის კონფინდენციალურობის დაცვის პრობლემაც.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამარათლოსთან დაკავშირებულს საკითხებზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივ მედიაში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებეზე, კერძოდ, რადიო მარნეულსა და interpress.ge-ზე. Მედიასთან კომუნიკაციისას ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რაშან ზიადალიევმა აღნიშნა: “ამ შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, რა პროცესების გავლაა საჭირო სასამართლოში პროცესის დაწყებისთვის და რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლოში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ვისაუბრებთ თუ რამდენად ხელმისაწვდომია სასამართლო მოქალაქეებისთვის”.

პროექტის ფარგლებში კიდევ 7 ასეთი შეხვედრა შედგება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც.