პროექტის დაწყება თემაზე – პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა ადვოკატირების გზით

„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით იწყებს პროექტის განხორციელებას სახელწოდებით: პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა ადვოკატირების გზით.პროექტის მიზანს წარმოადგენს: ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული კანონმდებლობა, რომელიც შეეხება ბავშვის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების რეგისტრაციის, შენახვის, გაცნობის, გაცვლის და განადგურების წესს; შემცირდეს პერსონალური ინფორმაციის დაუცველობის გამო ბავშვებისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი