პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე

2015 წლის 20 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” პერსონალური მონაცემების ინსპექტორის აპარატთან მჭიდრო
თანამშრომლობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო ტრენინგების სერია პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.


აღნიშნული ტრეინინგები გაიმართება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის “პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების დაძლევა ადვოკატირების გზით” ფარგლებში და გულისხმობს პენიტენციურ სისტემაში არასრუწლოვნებთთან მომუშავე პერსონალის გადამზადებას (#1, #2, #5, #8 დაწესებულებები).

სულ პროექტის ფარგლებში განხორციელდება 6 ტრეინინგი და გადამზადდება 98 თანამშრომელი. მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.