პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების შეხვედრა ეკატერინე ტოგონიძესთან

ჩვენი პროექტი პანკისის ხეობაში, რომელსაც აფინანსებდა „ქალთა ფონდი საქართველოში“, შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

ღონისძიებაზე მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გვყავდა მიწვეული, რომელიც პანკისელ ქალებს საკუთარ თავზე, წიგნებზე, სხვადასხვა პრობლემებზე, გამოწვევებზე ესაუბრა და საბოლოოდ, მათ წარმატებული ქალის მაგალითი მისცა. შეხვედრაზე ქალებს სპეციალურად ქალთა თემებზე შერჩეული მხატვრული ლიტერატურა გადავეცით.

როგორც მოგეხსენებათ, პროექტის მიზანი იყო უხუცეს ქალთა საბჭოს გაძლიერება, მისი ბენეფიციარი ქალების რეაბილიტაციის გზით. ამ მიზნით პანკისში 6 თვის მანძლიზე მიმდინარეობდა არტ-თერაპიის ჯგუფური შეხვედრები. მადლობა საინტერესო და სასარგებლო საქმიანობისთვი ყველას, ვინც პროექტში მონაწილეობა მიიღო.