პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების შეხვედრა ნათია ფანჯიკიძესთან

ჩვენი ორგანიზებით პანკისის ხეობაში, “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი”-ის (KRDF) ოფისში მოეწყო შეხვედრა ნათია ფანჯიკიძესთან.

როგორც თქვენთვის ცნობილია RIVG ცდილობს ხელი შეუწყოს უხუცეს ქალთა საბჭოს გაძლიერებას, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით და ამ მიზნით ყოველ ხუთშაბათს ატარებს არტ-თერაპიის ჯგუფურ შეხვედრებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2016 წლის 9 მაისს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შეხვდა პროექტში მონაწილე ქალებსა და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებს. თავდაპირველად შედგა არტ-თერაპიის ჯგუფური შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგაც უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა. საუბარი შეეხებოდა პანკისელი ქალების პრობლემებსა და მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებს. შეხვედრა გამოირჩეოდა დადებითი ატმოსფეროთი, რასაც, ერთი მხრივ, მასპინძლების გახსნილობა და გულღია დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, სტუმრის მხრიდან გამოჩენილი სითბო და ემპათია განაპირობებდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ “ქალთა ფონდი საქართველოში”-ის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში.
მომდევნო 3 თვის განმავლობაში RIVG კვლავ გააგრძელებს არტ-თერაპიის შეხვედრებს პანკისელ ქალებთან. პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში”-ის ფინანსური მხარდაჭერით.