ნატალია ცაგარელი

ნატალია ცაგარელი

  • ელ.ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 577 284658
  • ნატალია ცაგარელი – ორგანიზაციის დირექტორი
    ნატალია ცაგარელი – ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და  თანადამფუძნებელი
    პროფესიით იურისტი, აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის ხანგრძლივი
    გამოცდილება. 2004 წლიდან იგი მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის
    აპარატში, სადაც ხელმძღვანელობდა თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხთა
    სამმართველოს. შემდეგ მან მუშაობა განაგრძო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში
    მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების, მოგვიანებით კი –
    მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელად.
    სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ნატალია აქტიურად იყო
    ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში.
    გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში,
    სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს უტარებდა ტრენინგს
    არასრულწლოვანთათვის სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის შესახებ. 2010-2013
    წლებში ნ.ცაგარელმა მუშაობა განაგრძლო  ევროკავშირის პროექტში „მიზნობრივი
    ინიციატივა საქართველოსთვის“ მობილურობის ცენტრის მრჩევლად, რომლის მიზანს
    წარმოადგენდა დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაცია, არალეგალური

    მიგრაციის აღკვეთა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა. ნატალია ცაგარელი იყო
    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერი. დაარსებიდან
    დღემდე მუშაობს ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტის მენეჯერად, კერძოდ იგი
    ხელმძღვანელობდა ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნიდერლანდების საელჩოს,
    საქართველოში ქალთა ფონდის, ევროპის ფონდის, ღია საზოგადოების ფონდის, ჯიპ
    თბილისის, შვედეთის ინსტიტუტის და სხვა დონორების მიერ მხარდაჭერილ
    პროექტებს, ასევე არაერთხელ უმუშავია ექსპერტ/მკვლევარად როგორც აღნიშნული, ისე
    სხვა ორგანიზაციების ფარგლებში. არის არაერთი კვლევის თანაავტორი.