მსჯავრდებულთა და ყოფილი მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა

ააიპ “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან (ცენტრი “თანადგომა”, “მეინლაინ ფაუნდეიშეინი”) ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციიათვის”. პროექტის ფარგლებში, არტ თერაპიის სესიები მიმდინარეობს გეგუთისა და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში, გრემის სარეაბილიტაციო ცენტრსა და თბილისში მდებარე სოციალურ საწარმოში. დღეს გაიმართა პროექტის მიმდინარეობისას დამზადებული თიხის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. პროექტის ბენეფიციარების გადაწყვეტილებით, ნამუშევრების ნაწილი და გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა – 450 ლარი გადაეცა ბავშვთა ჰოსპისს – “ციცინათელების ქვეყანა”.