“მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”  BREN-ის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილებად დასახელდა

ჩვენი და პარტნიორი ორგანიზაციის, CEAC მიერ 2022 წელს ერთობლივად განხორციელებული პროექტი “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”  BREN-ის პროგრამის ფარგლებში მიღწეულ ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილებად დასახელდა. 

BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციებს  მათი მედეგობის გაზრდისა და მარგინალიზებული ჯგუფების  ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, 34 მცირე გრანტი გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” მიზნად ისახავდა მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პარტნიორი ორგანიზაციის “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” ინსტიტუციურ გაძლიერებას, რაც წარმატებით განხორციელდა. 

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დონორებს, ბრიტანეთის საელჩოსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის, ასევე პარტნიორ ორგანიზაციას და პროექტის აქტივობებში ჩართულ თითოეულ მონაწილეს.

BREN-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ ბროშურა.