მარიკა ნათაძე

ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, პროფესიით ფსიქოლოგია და მას კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან ფსიქო-სოციალური მუშაობისა და მათი რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მარიამ ნათაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაწყებული რეფორმის ფარგლებში მარიამ ნათაძე საწყისი ეტაპიდანვე მუშაობდა ჯერ როგორც არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ფსიქოლოგის, ხოლო შემდეგ სოციალური განყოფილების უფროსის პოზიციაზე. ის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI) პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა რუსთავის არასრულწლოვან პრობაციონერთა სარეაბილიტაციო ცენტრს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობისას მარიამ ნათაძე წარმართავდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებასა და ამ სერვისების განხორციელების ზედამხედველობას. ის ჩართული იყო კვლევით საქმიანობაში, მათ შორის მისი მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“.

მარიამს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პირებისათვის ტრენინგების მიწოდების მრავალწლიანი გამოცდილება.