კონფერენცია თემაზე„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში

მიმდინარე წლის 10 ივნისს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA-ს ორგანიზებით მიმდინარე პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“ ფინალური ნაწილი – კონფერენცია გაიმართა. პროექტის განხორციელების პარტნიორია იყო ასევე „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“.პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური და საკვანძო საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ფინალურ კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რომლებიც მოიცავდა არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს.კონკურისის შედეგად შერჩულ იქნა გამარჯვებული, მეორე და მესამე ადილზე გასული გუნდები, ასევე ხუთი საუკეთესო სპიკერი. ჟიურის თავმჯდომარე იყო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ტატო ქელბაქიანი, ჟიური წევრი იყო ასევე ორგანიზაციის წარმომადგენელი – მარიამ ნათაძე