ვაკანსია – კომუნიკაციების მენეჯერი

ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი (არასრული განაკვეთი, კვირაში 20 სთ, ჰიბრიდული ფორმატი).

ხანგრძლივობა – 8 თვე;

ანაზღაურება – 400 GBP (გადასახადების ჩათვლით, შესაბამის ექვივივალენტი ლარებში).

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ აცხადებს ვაკანსიას  კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომუნიკაციების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობაზე, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების ხილვადობის უზრუნველყოფასა და მისი საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მასალების/ანგარიშების მომზადება/წარდგენაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ვებ გვერდის მართვა;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია გვერდების მართვა (პოსტებისა და სხვა ვიზუალური მასალის განთავსება) ;
  • ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშების, მედია ანონსების, პრეს რელიზების მომზადება;
  • ორგანიზაციის ხილვადობის ზრდის ხელშეწყობა ტრადიციული და სოციალური მედიის საშუალებით;
  • ორგანიზაციის კომუნიკაციების სტრატეგიის განხორციელება.

 

სავალდებულო უნარჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • კომუნიკაციის მენეჯერად ან სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • ვებ გვერდისა და სოციალური გვერდების (Facebook, LinkedIn, YouTube) მართვის გამოცდილება;
  • Meta Business Suite-სა და Ads Manager-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის გამართულად ფლობა (განსაკუთრებით წერითი უნარები);
  • ინგლისური ენის გამართულად ფლობა (სასაუბრო, წერითი უნარები);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა, სასურველია გრაფიკული დიზაინის ცოდნა (Photoshop, Canva);
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურობა;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზაციის მისიისა და ღირებულებების გაზიარება.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV, სამოტივაციო წერილი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

ელ_ფოსტაზე: [email protected]

„თემაში“ მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება –  კომუნიკაციების მენეჯერი.

 

 საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 26 ივლისის ჩათვლით 23:00 საათამდე.