კვლევის შედეგები სახალხო დამცველის ანგარიშში

“ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველის ანგარიშში (გვ.569-570), ამონარიდი:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი , არასრულწლოვანთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლის მიზნით, გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მოპოვებულ რვა სისხლის სამართლის საქმეს. გამოვლენილი ხარვეზებიდა შესაბამისი რეკომენდაციები აისახა სპეციალურ ანგარიშში, „არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებების სისხლის სამართლის პროცესში“ – არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, პროექტის, „არასრულწლოვანი ბრალდებულების უფლებები სისხლის სამართლის პროცესის“,ფარგლებში..http://www.ombudsman.ge/…/arasrulwlovani-braldebulis-uflebe…

ხსენებული კვლევა ეხება არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში. დოკუმენტში განხილულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ გამოსაყენებელი პროცედურები და პრაქტიკა, სამართალდამცავ ორგანოებთან ბავშვის პირველი კონტაქტიდან სასამართლო განხილვის ჩათვლით, ასევე სასჯელის აღსრულების ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილი საქმეების შესწავლისას ყურადღება გამახვილდა მხოლოდ პროცედურული გარანტიების აღსრულების ხარისხზე.
კვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ, დაკავების პროცედურების, საგამოძიებო მოქმედების ოქმების სრულყოფილად შედგენის, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის დროულად მომზადების პრობლემები და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, ასევე გამოავლინა საყურადღებო საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და გასცა კონკრეტული რეკომენდაციები ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულებით; იხ. http://www.ombudsman.ge/…/arasrulwlovani-braldebulis-uflebe… samartlis-processhi.page.


http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/arasrulwlovani-braldebulis-uflebebi-