ევროპის ფონდი ჩვენს შესახებ

ევროპის ფონდის“ მხარდაჭერით, ჩვენ განვახორციელეთ პროექტი „შეუნარჩუნე სიცოცხლე“.  შევქმენით დოკუმენტი სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ანალიზის სახით და სუიციდის პრევენციის მიზნით გავუწიეთ ფსიქო-სოციალური კონსულტაციები ახალგაზრდებს, მათ ოჯახის წევრებს.


“პრევენცია პროგრესისთვის” თანადამფუძნებელმა  და პროექტის მენეჯერმა მარიკა ნათაძემ დაადასტურა საუბრის არსებითი როლი სუიციდის პრევენციისთვის.

„უამრავი საზოგადოებრივი სტიგმაა დაკავშირებული სუიციდთან. გავრცელებული შეხედულებაა, რომ თვითმკვლელობაზე საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, თავიდან უნდა ავიცილოთ. თუმცა, ფაქტია – ადამიანების უმრავლესობისთვის და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებისთვის შვებაა  ემოციური ტვირთი სხვას გაუზიარონ და მიიღონ მხარდაჭერა. თუ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ და მზად ვართ დასახმარებლად, უნდა დავიწყოთ საუბარი სუიციდზე. ”

პრევენცია პროგრესისთვის 2014 წელს დაარსდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია.  წლების განმავლობაში,  ფოკუსირებულია  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე და პასუხისმგებელია მრავალი მნიშვნელოვანი კვლევის თუ ადვოკატირების პროექტებზე. ეს ეხება არასრულწლოვანთა დაწესებულებებში სამართლებრივი უფლებების დაცვას, დანაშაულის პრევენციას, პრობაციის სისტემის ეფექტურობის განსაზღვრას და ა.შ.

„თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს სოციალური დაცვის სამსახური მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დანაშაულისა და სუიციდის პრევენციაზე. როგორც კი აღმოვაჩინეთ ეს გადაკვეთა, დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროექტზე მუშაობა“ – ამბობს  ტატო ქელბაქიანი, „პრევენცია პროგრესისთვის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ტატო ქელბაქიანის თქმით, მისი ორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი იყო შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და სახელმწიფო პოლიტიკის შესწავლა, ევროპის ფონდმა კი მხარი დაუჭირა  ამ ძალისხმევის სრულყოფაში.

“პრევენცია პროგრესისთვის” თანადამფუძნებელმა  და პროექტის მენეჯერმა მარიკა ნათაძემ დაადასტურა საუბრის არსებითი როლი სუიციდის პრევენციისთვის.

„უამრავი საზოგადოებრივი სტიგმაა დაკავშირებული სუიციდთან. გავრცელებული შეხედულებაა, რომ თვითმკვლელობაზე საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, თავიდან უნდა ავიცილოთ. თუმცა, ფაქტია – ადამიანების უმრავლესობისთვის და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებისთვის შვებაა  ემოციური ტვირთი სხვას გაუზიარონ და მიიღონ მხარდაჭერა. თუ ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ და მზად ვართ დასახმარებლად, უნდა დავიწყოთ საუბარი სუიციდზე. ”

„ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პრევენციული სისტემის დაპროექტებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ არ არსებობს სანდო სტატისტიკა, რომელიც ზუსტად ასახავს თვითმკვლელობის შემთხვევების რაოდენობას, რადგან არ არსებობს მონაცემთა შეგროვების სტანდარტი. პასუხისმგებელ უწყებებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა მონაცემების შეგროვებისთვის. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი, ფაქტორია ზუსტი ინფორმაციის მზარდი დეფიციტი, რომელიც უზრუნველყოფს სუიციდის  გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებს“.

„პრევენცია პროგრესისთვის“ თანადამფუძნებელი და პროექტის დირექტორი ნატალია ცაგარელი მიიჩნევს, რომ პრევენციის პოლიტიკის შემუშავება სხვადასხვა პერსპექტივას მოითხოვს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვქონდეს სანდო სტატისტიკა, რომელიც დიფერენცირებულად მოგვცემს ინფორმაციას სუიციდის შემთხვევების შესახებ, იქნება ეს –  სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, დანაშაულის ადგილის, თვითმკვლელობის მეთოდისა თუ სხვა ნიშნით.”

ამ ინფორმაციის არ ქონა სუიციდის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების იდენტიფიცირებასთითქმის შეუძლებელს ხდის, რაც თავისმხრივ ართულებსპრევენციული ზომების მიღებას და პრევენციულიპროექტების განხორციელებას“- აღნიშნა მან.

სუიციდის მონაცემების მიწოდებაზე პასუხისმგებელია ორი უწყება – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იღებს ინფორმაციას ჯანდაცვის ანგარიშებიდან, ანუ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შევსებული ფორმებიდან, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური სტატისტიკიდან აგროვებს სუიციდის მონაცემებს. ამ ორი სააგენტოს მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წელს 379 თვითმკვლელობის შემთხვევას აფიქსირებს, ხოლო საქსტატის მიერ რეგისტრირებული სუიციდის შემთხვევები 202-ია.

ტატო ქელბაქიანი ამბობს,რომ – „ასეთი დიდი განსხვავება ორი უწყების მონაცემებს შორის, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინფორმაციის ორივე წყაროს სანდოობას. არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს მონაცემების რეგისტრაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე“.

მას მიაჩნია, რომ გამოსავალი არის მონაცემთა შეგროვების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.

„პრევენცია პროგრესისთვის“  მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა ადგენს მონაცემთა შეგროვების მექანიზმს, რომელიც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ჩვენ გვაქვს უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის ხედვა, რომელსაც შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს სარეგისტრაციო სისტემის მუშაობას“, – განაცხადა ცაგარელმა.

„პოლიტიკური ნება და უწყებათშორისი კოორდინაციაა საჭირო იმისთვის, რომ  შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სუიციდის სარეგისტრაციო ფორმა, მოხდეს პერსონალის გადამზადება და გამოიყოს  საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსი.“

კვლევასთან ერთად ორგანიზაციამ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა  სუიციდის  პრევენციისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.

„ჩვენ დავუკავშირდით ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც პოტენციურად უფრო ხშირი კონტაქტი ჰქონდათ არასრულწლოვანებთან, მაგალითად, სპორტული კლუბის მწვრთნელებს, მარტოხელა დედებს, რელიგიურ ლიდერებს და მანდატურებს. ჩვენი ამოცანა იყო შერჩეული პირების ცნობიერების ამაღლება სუიციდის ნიშნების სწრაფი ამოცნობისა და მათზე მყისიერი რეაგირებისთვის.“ – განმარტა მარიკა ნათაძემ.

პროექტის „შეუნარჩუნე სიცოცხლე“ ფარგლებში 42 ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი სუიციდური ქცევის იდენტიფიცირებაში. შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი savethelife.ge, რომლის მიზანი იყო უფასო კონსულტირება. ამ მომსახურებით 96-მდე ახალგაზრდამ ისარგებლა. ორგანიზაციის გუნდს მიაჩნია, რომ როდესაც საზოგადოება აღჭურვილია შესაბამისი ცოდნით, მას შეუძლია უკეთ გაუმკლავდეს  ამ პრობლემას.

გლობალური სტატისტიკა მიუთითებს, რომ თვითმკვლელობის ყოველ წარმატებულ შემთხვევას წინ უძღვის  20-ზე მეტი მცდელობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის მონაცემებით, 200-ამდე სუიციდის მცდელობა დასრულდა სიკვდილით.

„პრევენცია პროგრესისთვის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ კარგად მომზადებული საზოგადოებისა და ეფექტური სისტემის პირობებში, თვითმკვლელობის მაჩვენებელი თანდათან შემცირდება.