23 ივნისი, 2016 წელი – პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გადამზადება მაღალი რისკის დაწესებულების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ორგანიზებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ტრენინგი მაღალი რისკის დაწესებულების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო – მაღალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მართვა, რომლის ავტორები არიან ანტონ ქელბაქიანი, ნატალია ცაგარელი და დავით ჭყოიძე. ტრენინგი ძირითადად განხორციელდება აღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით და გაუძღვებიან მისი ავტორები.

როგორც ტრენინგის მონაწილეებს, ასევე სასჯელაღრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს და N6 დაწესებულების ადმინისტრაციას გადაეცემათ სახელმძღვანელოები, რომელსაც გამოიყენებენ პრაქტიკული საქმიანობისას.

პროექტის ფარგლებში იგეგემება 4 ჯგუფის გადამზადება.