გუნდის ახალი წევრები და ახალი ოფისი ორგანიზაციაში

სეზონს ვხსნით ახალი ოფისითა და გუნდის ახალი წევრებით!
 
ანი ლუხავა – მოქმედი მარკეტოლოგი, მაღალი რგოლის მენეჯერი.
 
ჩვენს ორგანიზაციაში კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქციას შეასრულებს.
ქალთა საკითხები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველები და საზღვრისპირა სოფლების მდგომარეობა – ის თემებია, რომელზეც წარსულში ჟურნალისტის სტატუსით მუშაობდა.
 
ეკატერინე მაჭავარიანი – საჯარო სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერი.
 
ჩვენს ორგანიზაციაში ფონდების მოძიების სპეციალისტის ფუნქციას შეასრულებს. მისი მრავალფეროვანი გამოცდილება მოიცავს სამართალდაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობას ასევე, მრავალწლიან სტაჟს ფონდების მოძიებისა და დონორებთან კომუნიკაციის წარმოების მიმართულებით.