განცხადება შსს-ს ახალი დეპარტამენტის შექმნაზე

RIVG მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროში – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის,.



დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი და ზედამხედველობა.ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  სფეროში არსებული ხერვეზები, მათი აღმოფხვრა და პრევენცია ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით (არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებები სისხლის სამართლის პროცესში) ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არასრულწლოვნებთან  პირველადი კონტაქტის დროს შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” ნორმების შეუსრულებლობაა. RIVG მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს  ახალი  დეპარტამენტთან, როგორც კვლევის შედეგების, ასევე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეპარტამენტი იყოს რეალურად ქმედუნარიანი და ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინოს ბავშვის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტზე.