ახალი პროექტი World vision international”- ის საქართველოს ფილიალის დაფინანსებით

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“, საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision international”- ის საქართველოს ფილიალის დაფინანსებით
დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია – „ბავშვთა კეთილდღეობის მომსახურეობის რუკის შედგენა და მისი ანალიზი“.
პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს საქართველოში, რეგიონალური მასშტაბით ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული სერვისების მოძიება და ერთიანი საძიებო სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, საჭიროების შემთხვევაში ბავშვები/ახალგაზრდები გადაამისამართონ სხვადასხვა სახის პროგრამებში.

ასეთი სახის სერვისების განმახორციელებელი ნებისმიერი ორგანიზაციის (სამთავრობო, არასამთავრობო, მუნიციპალური და ა.შ.) მხრიდან, ინფორმაციის მოწოდება სასარგებლო იქნებოდა ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის მომსახურეობის რუკის სრულყოფის მიზნით.