ახალი პროექტი ქალთა დაწესებულებაში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისა და მსჯავრდებულების თხოვნის საფუძველზე
დღეს ა(ა)იპ “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” განაახლა მსჯავრდებულ ქალთა რეაბილიტაციის პროცესი, მუსიკალური თერაპიის გზით. სასწავლო-სარეაბილიტაციო პროცესს გაუძღვება მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი დავით შანიძე, რომელიც სხვადასხვა ხალხური საკრავების მეშვეობით ჩაატარებს მეცადინეობებს კვირაში ორჯერ.


პროექტის ფარგლებში იგეგმება მუსიკალური ალბომის ჩაწერა და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში მისი პრეზენტაცია. ალბომში შევა სიმღერები ცნობილ მომღერალ ქალებთან ერთობლივი შესრულებით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ გზით ხელი შეეწყობა მსჯავრედებული ქალების შესაძლებლობების განვითარებას, მათ სამომავლო დასაქმებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესს.
მადლობას ვუხდით “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის Women’s Fund in Georgia