ანსლამბლ „ეგარის“ წევრები ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში

აგვისტოს, პენიტენციური დეპარტამენტის N5 დაწესებულებაში გაიმართა ქალ პატიმრების შეხვედრა ანსამბლ “ეგარის” წევრებთან. შეხვედრისას პატიმრებს ჩაუტარდათ მასტერკლასი. მუსიკოსებმა ისაუბრეს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობასა და ზოგადად მუსიკალური მიმდინარეობების შესახებ.
პატიმრები ინტერესით იყვნენ ჩართულნი პროცესში და აქტიურად სვამდნენ მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს. შეხვედრის ბოლოს, „ეგარის“ წევრებმა პატიმრებთან ერთად რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულეს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ მიერ, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ – ს ფინანსური მხარდაჭერით.