ანდრო გიგაური პროფესიით იურისტია. მას აქვს დამთავრებული მაგისტრატურა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლაში. კომპანიაში ანდრო ხელმძღვანელობს საკონსულტაციო მიმართულებას. მას აქვს პროფესიოული საქმიანობის გამოცდილება ევროკავშირის, ევროსაბჭოს, მსოფლიო ბანკის, დანიდას, გაეროს ოპერაციების ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში, ასევე იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან PWC, ქემონიქსი, Justice Coopération International და Expertise France.ანდროს აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის გამოცდილება იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსისა და მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობებზე. მის საქმიანობას უკავშირდება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის შექმნა და განვითარება. ანდროს ინტერესთა სფერო ძირითადად მიმართულია სახემწიფო და კერძო ინსტიტუტების, ასევე არასამთავრობო სექტორის გაძლიერების; მოქალაქეთა მომსახურების სფეროს რეფორმირების; დანაშაულის პრევენციისა და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განვითარებისკენ.ანდრო ასწავლის ერთ წლიან კურსს „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში. 2021 აკადემიური წლიდან, ანდრო ასევე დაიწყებს ახალი კურსის სწავლებას სამართლის სკოლაში. კურსის სახელწოდებაა – დანაშაულის პრევენცია და უსაფრთხო საზოგადოება.ანდრომ დააარსა არასმთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“, რომლის მიზანია მისცეს ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლბლობები განავითარონ საკუთარი პოტენციალი დაცულ გარემოში.ანდრო არის სერტიფიცირებული ქოუჩი. ის მუშაობს კლიენტებთან, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ასპექტებზე.